English / ქართული / русский /
მერაბ ჯულაყიძე
მონოპოლიური ძალაუფლების ანატომია

ანოტაცია. მონოპოლიური ფირმა მთელ ბაზარს ემსახურება. მონოპოლისტმა იცის მის მიერ გამოშვებულ პროდუქციაზე საბაზრო მოთხოვნის მრუდი. ამ ცოდნის საფუძველზე იგი იღებს გადაწყვეტილებას თუ რამდენი გამოუშვას, საიდანაც თავის მხრივ პროდუქციის ფასი განისაზღვრება მაშინ, როცა სრულყოფილი კონკურენციისას ყოველი ფირმის მიერ გამოშვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ბაზარზე გავლენას ვერ ახდენს. ნაშრომში განხილულია მონოპოლისტის მიერ მოთხოვნის მრუდზე არჩეული დონე, რომელიც მის გამოშვებას შეესაბამება. მონოპილისტს შეუძლია აირჩიოს ფასი ან გამოშვების დონე, მაგრამ არა ორივე ერთად. ჩვეულებრივ დავუშვებთ, რომ მონოპოლისტი მოგების მაქსიმიზაციის მიზნით ირჩევს გამოშვების მოცულობას და შემდეგ საბაზრო ფასს არჩეული რაოდენობის მიხედვით აწესებს.

საკვანძო სიტყვები: მონოპოლიური ძალაუფლება, წონასწორობა მონოპოლიის დროს, თამაშთა თეორია, ლერნერის ინდექსი, ფასისმიერი დისკრიმინაცია. 

კეთილდღეობის თეორემის თანახმად სრულყოფილი კონკურენციის სამყარო საკმაოდ მარტივია და კარგადაა მოწყობილი: ყოველი წონასწორობა აღმოჩნდება პარეტო-ოპტიმალური და ყოველი ეკონომიკის ოპტიმალური მდგომარეობა პარეტოს მიხედვით შეიძლება რეალიზებული იქნეს როგორც წონასწორობა (საწყისი მარაგების, საკუთრების უფლების, გადასახადების გადანაწილებით). სრულყოფილი კონკურენციის პირობა ყოველთვის საკმაოდ დამაკმაყოფილებლად ვერ აღწერს სიტუაციას არსებულ ბაზრებზე.  რაციონალური მოქმედების ჰიპოთეზა არაა თავსებადი პირობასთან იმის შესახებ, რომ მწარმოებელი ფასს იხილავს როგორც მოცემულს, როცა მას არ ჰყავს კონკურენტი ან ისინი ცოტანი არიან. განვიხილოთ თუ რით განსხვავდებიან ბაზრები (არასრულყოფილი ბაზრები), სადაც არ არის სრულყოფილი კონკურენცია,  სრულყოფილი ბაზრებისაგან.

ანალიზი დავიწყოთ არასრულყოფილი ბაზრის ანალიზისათვის ყველაზე მარტივი შემთხვევით, როცა განსახილველ პროდუქტს მხოლოდ ერთი მწარმოებელი ჰყავს.

მონოპოლია ეწოდება ფირმას, რომელიც რაიმე სიკეთის ერთადერთი მწარმოებელია. გავიხსენოთ მონოპოლისტის ქცევის კლასიკური (სტატიკური) მოდელი. დავუშვათ, არსებობს მოცემული სიკეთის მრავალი მომხმარებელი  და ამიტომ სრულყოფილი კონკურენციის პირობა სრულდება “მომხმარებელთა მხარეს“. ასეთნაირად ჩვენ ვუშვებთ, რომ მომხმარებლები მონოპოლისტების შეთავაზებულ ყიდვის პირობას განიხილავენ როგორც მოცემულს. შევნიშნავთ, რომ მონოპოლია შეიძლება განვიხილოთ როგორც ორეტაპიანი თამაში თითქმის სრულყოფილი ინფორმაციით. პირველ ეტაპზე მონოპოლია ირჩევს ფასს. მეორე ეტაპზე მომხმარებლები ერთდროულად ირჩევენ სიკეთეთა გარკვეულ რაოდენობას, რომელთა შეძენა მათ სურთ მოცემულ ფასად. მონოპოლიიის მოდელი ამ ინტერპრეტაციით არის პირველი ეტაპის რედუცირებული თამაში აღწერილი დინამიკური თამაშისათვის. მონოპოლისტი ყველა მომხმარებელს სთავაზობს წარმოებულ პროდუქციას ერთი და იგივე P ფასად. ამ ფასიდან გამომდინარე ყოველი მომხმარებელი წარმოადგენს თავის მოთხოვნას სიკეთეზე. ინდივიდუალური მოთხოვნის ფუნქციის ჯამი (ერთობლივი მოთხოვნის ფუნქცია) აღვნიშნოთ D(p). ჩავთვალოთ, რომ განსახილველი სიკეთე ნორმალურია, ე.ი. მოთხოვნის ფუნქცია D(p) არ იზრდება.

დავუშვათ მონოპოლისტის დანახარჯების ფუნქცია არის c(y) ზოგადად ივარაუდება, რომ მონოპოლისტის მიზანი მოგების მაქსიმიზაციაა. ამრიგად, მონოპოლისტის წარმოების მოცულობა y* მოიძებნება როგორც შემდეგი ამოცანის ამოხსნა:

          (1)

                                                   

სადაც ­p(y) = D-1(y)  მოთხოვნის  შებრუნებული ფუნქციაა. ჩვენ აქ არ ვაწესებთ მოგების დადებითობის მოთხოვნას. ივარაუდება, რომ მწარმოებელი ვერ შეძლებს წარმოების შეჩერებას და დარგიდან გასვლას. წარმოების მოცულობა y* და მისი შესაბამისი ფასების ვექტორი p* = p(y*) არის წონასწორობა მონოპოლიის დროს.

წონასწორობის პირობა მონოპოლიის არსებობისას  შეიძლება ვაჩვენოთ სახით, რომელშიც აშკარად მიეთითება  მონოპოლიური  ფასის დამოკიდებულება  წარმოების დანახარჯებსა და მის პროდუქციაზე მოთხოვნის ელასტიკურობაზე. 

გავიხსენოთ მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიხედვით მოცემულ წერტილში: 

                                                                (2) 

მოთხოვნის ფუნქციის შესახებ ჩვენი პირობის გათვალისწინებით ელასტიკურობა, როგორც წარმოების მოცულობის ფუნქცია, შეიძლება ასე ჩავწეროთ:

                                                            (3) 

რადგან ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მოთხოვნის ფუნქცია კლებდია, მაშინ ელასტიკურობა უარყოფითია და 

                                        (4) 

ელასტიკურობის გამოყენებით  პირველი რიგის პირობა შემდეგი სახით შეიძლება ჩავწეროთ: 

                                         (5) 

შევნიშნოთ, რომ პირველი რიგის პირობიდან  (ზღვრული დანახარჯების დადებითობის  შესახებ ბუნებრივი ვარაუდისას) გამომდინარეობს, რომ მონოპოლისტის მიერ არჩეული წარმოების მოცულობა მდებარეობს მოთხოვნის მრუდის ელასტიკურ უბანზე, ე.ი. 

                                                                   (6) 

მონოპოლისტის მოგების პირველი რიგის პირობის ჩანაწერის მეორე ფორმა ასეთია: 

                                           (7) 

მარჯვენა გამოსახულებას ეწოდება ლერნერის ინდექსი. ა. ლერნერი  ამერიკელი ეკონომისტია. მან შემოგვთავაზა მონოპოლიური ძალის მაჩვენებლის გამოყენების იდეა, რომელსაც შემდგომში მისი სახელი ეწოდა. იგი დარგის მონოპოლიზაციის ხარისხს (მწარმოებლის მონოპოლიურ ძალას) ზომავს ფასის ზღვრული დანახარჯებიდან გადახრის ფარდობითი სიდიდის საშუალებით. ლერნერის ინდექსი ერთზე ნაკლებია, ხოლო ნულის ტოლია იმ შემთხვევაში, როცა მოცემული მწარმოებლის პროდუქციაზე მოთხოვნა სრულიად ელასტიკურია (მონოპოლიურ y* გამოშვებისას).  

დავუშვათ მომხმარებლის არჩევანი აღწერილია სარგებლიანობის კვაზიწრფივი ფუნქციით ui(xi,zi) = ui(xi) + zi , სადაც xi -მომხმარებლის მიერ მოხმარებული i-ური სიკეთეა, რომლის ბაზარსაც განვიხილავთ, ხოლო zi - თანხა, რომელიც სხვა სიკეთეთა შესაძენად იხარჯება. სარგებლიანობის ფუნქცია მკაცრად ჩაზნექილია, ui(xi) ფუნქციები დიფერენცირებადია, მათ შორის u*i(*)>0 სარგებლიანობის ამ ფუნქციების საშუალებით შეიძლება D(p) ერთობლივი მოთხოვნის ფუნქცის აგება განსახილველ სიკეთეზე. მაშინ ბუნებრივი პირობებისას ui(xi) ფუნქციაზე D(p) აგრეგირებული მოთხოვნა წარმოიშობა რეპრეზენტატული მომხმარებლის სარგებლიანობის მაქსიმიზაციის ამოცანის სახით სარგებლიანობის შემდეგი კვაზიწრფივი ფუნქციით: u(x,z) = u(x) + z , სადაც u(x) ჩაზნექილია და u*(*) > 0 ამ დროს არჩევანის თვისება განაპირობებს, რომ განსახილველი სიკეთე ნორმალურია, ე.ი. D(p) მოთხოვნის ფუნქცია კლებადია.

ცნობილია, რომ თუ მომხმარებლის არჩევანი აღწერილია სარგებლიანობის კვაზიწრფივი ფუნქციით, მაშინ კეთილდღეობის ინდიკატორად შეიძლება გამოყენებულ იქნეს სიდიდე: 

                                                         (8) 

ამ დროს მოცულობათა სიმრავლე, რომლებიც კეთილდღეობის ინდიკატორის მაქსიმიზაციას ახდენს, პარეტო-ოპტიმალური სიმრავლეა.

მონოპოლიების არსებობისას გამოშვება ვერ იქნება  მოცემული სიკეთის პარეტო-ოპტიმალურ მოცულობაზე მეტი, უფრო მეტიც, იგი ოპტიმალურზე ნაკლები იქნება.

მონოპოლიის არსებობისას კეთილდღეობის წმინდა დანაკარგები წარმოიშობა, რომელიც შემდეგი ფორმულით გამოითვლება: 

                                                            (9) 

სადაც  ΔCS - სამომხმარებლო სიჭარბის ცვლილებაა, ხოლო  ΔPS მწარმოებლის სიჭარბის ცვლილება.

გრაფიკულად კეთილდღეობის წმინდა დანაკარგები, რომელსაც საზოგადოება განიცდის ბაზრის მონოპოლიზაციის გამო, წარმოადგენს მრუდხაზიან სამკუთხედს და მას  ჰარბერგერის სამკუთხედი ეწოდება:

 

ნახაზი 1. ჰარბერგერის სამკუთხედი 

ჰარბერგერის სამკუთხედის (DL) შიგნით განთავსებულია გარიგებები, რომლებიც ურთიერთხელსაყრელია მწარმოებლისა და მომხმარებლისთვის. ე.ი. სამკუთხედის შიგნით ნებისმიერ წერტილს შეესაბამება ფასი, რომლითაც მონოპოლისტი მზადაა აწარმოოს და გაყიდოს, ხოლო მომხმარებელი — იყიდოს სიკეთის დამატებითი ერთეული. სხვა სიტყვებით, კეთილდღეობის წმინდა დანაკარგები არის არარეალიზებული ურთიერთ­ხელსაყრელი გარიგებების შედეგი, მაგრამ ეს გარიგებები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ უფრო დაბალ ფასად, ვიდრე იმ ფასად, რომელიც მონოპოლიურ მოგებას უზრუნველყოფს. ერთადერთი, რაც მონოპოლისტს აკავებს ასეთი გარიგების შეთავაზებისგან, ის გარემოებაა, რომ სიკეთის ყოველი ერთეული მან უნდა გაყიდოს ერთსა და იმავე ფასად. ჰარბერგერის სამკუთხედის შიგნით გარიგებებისგან ის რაღაცას მოიგებს დამატებითი გაყიდვის ხარჯზე, მაგრამ ეს მოგება იქნება გადამეტებით კომპენსირებული y* ერთეული სიკეთის გაყიდვისას ფასის შემცირებით გამოწვეული დანაკარგებით.

თუ მონოპოლისტი შეძლებს და მოახდენს ფასისმიერ დისკრიმინაციას, ე.ი. გაყიდის სიკეთის სხვადასხვა ერთეულებს სხვადასხვა ფასად, მაშინ ის გაზრდის თავის მოგებას.  რეალურად, სამყარო ჩვენს ირგვლივ სავსეა ფასისმიერი დისკრიმინაციის მაგალითებით. მაგალითად, კინოთეატრები ხშირად სთავაზობენ ფასდაკლებას მომხმარებელთა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებს; ზოგიერთი სახის ტრანსპორტზე მგზავრობის საფასური დამოკიდებულია განმასხვავებელ ნიშნებზე, რომლითაც ბიზნესმენებს ტურისტებიდან გამოყოფენ და სხვა.

ქვემოთ განვიხილავთ ფასისმიერი დისკრიმინაციის სხვადასხვა სქემას, ყურადღება მიაქციეთ დისკრიმინაციის გავლენას მომხმარებელთა კეთილდღეობაზე (შეფასებული ერთობლივი სიჭარბით).

განასხვავებენ ფასისმიერი დიკრიმინაციის სამ ტიპურ სახეს:

  • პირველი ტიპის დისკრიმინაცია ნიშნავს, რომ მონოპოლისტს შეუძლია დააწესოს სხვადასხვა ფასი ცალკეული მომხმარებლისთვის და ასევე სხვადასხვა გასაყიდი რაოდენობისთვის,  გაატაროს დისკრიმინაციული მოთხოვნები სხვადასხვა მომხმარებელს შორის.
  • მეორე ტიპის დისკრინიმაციის დროსსიკეთის ფასი შეძენილი ერთეულების რაოდენობაზეა დამოკიდებული. მაგალითის სახით შეიძლება მოვიყვანოთ სანარდო მყიდველებისათვის  ფასდაკლება ან ტელეფონის ტარიფის დამოკიდებულება საუბრის ხანგრძლივობაზე. თუ შევადარებთ ამ ტიპის დისკრიმინაციას პირველი ტიპის დისკრიმინაციასთან, ვნახავთ, რომ მეორე ტიპის დისკრიმინაციის დროს სხვადასხვა მომხმარებლისგან მონოპოლისტი იღებს ერთნაირ თანხას სხვადასხვა რაოდენობის საქონელზე.
  • მესამე ტიპის დისკრიმინაცია ხორციელდება მონოპოლისტის მიერ  მომხმარებელთა ტიპებთან მიმართებაში შეძენილი სიკეთის რაოდენობისგან დამოუკიდებლად და  მომხმარებელთა ჯგუფების მიხედვით (სეგმენ­ტირებული ბაზრებით). მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ფასდაკლება სტუდენტებისა და პენსიონერებისათვის.

პირველი ტიპის დისკრიმინაციის ფარგლებში განვიხილოთ იდეალური დისკრიმინაცია. იდეალურ დისკრიმინაციაში იგულისხმება სიტუაცია, რომლის დროსაც მონოპოლისტი თავისთვის ირჩევს  ფასწარმოქმნის ოპტიმალურ სქემას, როცა

1. მან იცის ყოველი მომხმარებლის მოთხოვნის ინდივიდუალური ფუნქცია;

2. შეუძლია მომხმარებელთა გარჩევა;

3. შეუძლებელია ეგრეთწოდებული არბიტრაჟი მომხმარებელთა მიერ ერთმანეთში სიკეთის გადაყიდვა.

თუ მონოპოლისტი ვერ შეძლებს მომხმარებელთა გარჩევას, მაშინ ზოგი მათგანი იყიდის სიკეთის იმ ერთეულებს, რომლებიც სხვა მომხმარებლებისთვისაა განკუთვნილი. ასეთი სიტუაციას შეიძლება ეწოდოს „პერსონალური არბიტრაჟი“.

ცხადია, დისკრიმინაციის ამ ტიპს მხოლოდ თეორიული მნიშვნელობა აქვს, როგორც ძნელადმისაღწევი იდეალური სიტუაცია მონოპოლისტისათვის.

ვაანალიზებთ რა ფასისმიერ დისკრინიმაციას, ვაგრძელებთ გამოვიდეთ იმ წინაპირობიდან, რომ მომხმარებელი მონოპოლისტის მიერ შეთავაზებულ ყიდვის პირობებს განიხილავს როგორც მოცემულს. თუ დისკრიმინაციის მოდელს განვიხილავთ თამაშთა თეორიის მიხედვით, მაშინ გვექნება როგორც დინამიკური თამაში და ჩვენი პირობა იმაში მდგომარეობს, რომ მონოპოლისტი პირველ სვლას აკეთებს. შევნიშნავთ, რომ ამ დროს გართულება წარმოიშობა პირველი ტიპის დისკრიმინაციის ინტერპრეტაციის მიმართ: ამ შემთხვევაში მონოპოლისტს საქმე აქვს ყოველ მომხმარებელთან ინდივიდუალურად, ამიტომ სიტუაცია შეიძლება განიხილოს ორმხრივ მონოპოლიად. ამრიგად, ჩვენი პირობა ამ შემთხვევაში ეკვივალენტურია იმისა, რომ „მოლაპარაკების ძალა“ მონოპოლიას ეკუთვნის.

ყოველი მომხმარებლის მიერ ნაყიდი სიკეთის რაოდენობა ისეთია, რომ ზღვრული სარგებლიანობა ზღვრული დანახარჯების ტოლია. ე.ი. ამ სიკეთის წარმოებასთან დაკავშირებული სიტუაცია ისეთივეა, როგორიც სრულყოფილი კონკურენციისას, რაც არ შეიძლება ითქვას ამ საქმიანობიდან შემოსავლის განაწილების პროცესზე. სრულყოფილი კონკურენციისას სამომხმარებლო სიჭარბე რჩება ყოველ მომხმარებელს, ხოლო აქ ის მთლიანად მონოპოლისტს რჩება. აქ თუ ჩვენ არ გვაინტერესებს შემოსავლების სამართლიანი განაწილების პრობლემა, მაგალითად, თუ ვთვლით, რომ მისი გადაწყვეტა შეიძლება გადასახადების და ტრანსფერების ეფექტური სისტემით, მაშინ ჩვენ ვხედავთ, რომ დისკრიმინაციის პირველ სქემას განხილულ პირობებში მონოპოლისტის საწარმოო საქმიანობის ეფექტურ ვარიანტთან მივყავართ. ე.ი. მონოპოლიის არაეფექტიანობის პრობლემა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ მონოპოლისტი „ზემოგებას“ ღებულობს, არამედ იმაში, რომ მას არ შეუძლია განახორციელოს იდეალური დისკრიმინაცია, რომელიც პარეტოს მიხედვით ეფექტიანობას იძლევა.

რა უშლის ხელს მონოპოლისტს განახორციელოს იდეალური დისკრიმინაცია? ჩამოვთვალოთ ზოგიერთი შესაძლო მიზეზი:

არსებობს მეორეული ბაზარი (არბიტრაჟი). ის გარიგებები, რომლებიც მონოპოლისტმა ყოველი მყიდველისთვის შექმნა, სრულიად შესაძლებელია არ იქნეს რეალიზებული. მომხმარებელმა შეიძლება იყიდოს x*i არა  რაოდენობა, რომელიც მას მიეწერება, არამედ მეტი რაოდენობა x> x*i და გაყიდოს xi - x*i მეორე მომხმარებელზე ხელსაყრელ ფასად.

მონოპოლისტმა ძალიან ბევრი უნდა იცოდეს. მან ყოველი მომხმარებლის სარგებლიანობის ფუნქცია უნდა იცოდეს. თუ მან არ იცის  ყოველი მომხმარებლის სარგებლიანობის ფუნქცია ან არ შეუძლია მომხმარებლების გარჩევა, მაშინ ის უბრალოდ ვერ შეძლებს ჩაატაროს იდეალური დისკრიმინაცია.

პირველი ტიპის დისკრიმინაციის აკრძალვა შეიძლება რაიმე მოსაზრებით, მაგალითად, შემოსავლების გათანაბრების მოსაზრებით.  

შეიძლება წარმოიშვას სხვა მოსაზრებაც, რომელიც ხელს შეუშლის  მოცემული ვარიანტის დისკრიმინაციას. ნებისმიერი დისკრიმინაცია რეალურ პირობებში არ შეიძლება იდეალური იყოს. ეს სქემა არის ათვლის წერტილი ეფექტიანობის მიხედვით იდეალურის შედარებისა  იმასთან, რაც რეალურად შესაძლებელია.

ამრიგად, მონოპოლიის საბაზრო ძალაუფლების ანალიზიდან შემდეგი დასკვნები შეიძლება გავაკეთოთ:

მონოპოლიისთვის უფრო მომგებიანია გამოშვების ისეთი დონე, რომლის დროსაც ზღვრული შემოსავალი ზღვრული დანახარჯის ტოლია. მაშინ ფასი ზღვრულ დანახარჯზე მეტია და მომგებიანობას ფასისა და საშუალო დანახარჯის თანაფარდობა განსაზღვრავს.

სრულყოფილი კონკურენციისას სამომხმარებლო სიჭარბე რჩება ყოველ მომხმარებელს, ხოლო მონოპოლიისას — მონოპოლისტს. მონოპოლიის არაეფექტიანობის პრობლემა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ მონოპოლისტი „ზემოგებას“ ღებულობს, არამედ იმაში, რომ მას არ შეუძლია განახორციელოს იდეალური დისკრიმინაცია, რომელიც პარეტოს მიხედვით ეფექტიანობას იძლევა.

მონოპოლისტს შეუძლია მოგების კიდევ გაზრდა ფასისმიერი დისკრიმინაციით სხვადასხვა კატეგორიის მყიდველებისათვის განსხვავებული ფასის დაშვებით. მონო­პოლიიის მიერ ფასისმიერი დისკრიმინაციის განხორციელება დამოკიდებულია მონოპოლისტის მიერ არბიტრაჟის აღკვეთის უნარზე.

სამთავრობო პოლიტიკა ზოგჯერ მიმართულია ბუნებრივი მონოპოლიების რეგულირების განხორციელებაზე. იმისდა მიხედვით თუ რეგულირების რომელ ფორმას იყენებს მთავრობა, ეს შეიძლება აისახოს ფირმის ქცევაზე. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Lerner  A.P., 1934.  „The Concept of Monopoly and the Measurment of Monopoly Power”, Review of Economics and Sytatistics,Vol.1, pp. 157-175.
  2. Martin J. Osborne and Ariel Rubinstein. 2020. Models in Microeconomic Theory (‘He’ Edition) March, 362 p.p.